logo
ENG



"მარშალის გეგმა" - რას სთავაზობს ლელო ამომრჩეველს

05 სექ 202017:22
3 წუთის საკითხავი
 

ლელო საქართველოსთვის თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ, ლელოს "მარშალის გეგმის" - საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამის პრეზენტაცია გამართა.

ლელოს პროგრამა 200 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს, მათი გეგმის თანახმად 600 000 ადამიანს 3 000-ზე მეტი თვიური შემოსავალი უნდა ჰქონდეს.

  • გლეხი ძლიერ ფერმერად და არცერთი გოჯი დაუმუშავებელი მიწა საქართველოში
  •  არცერთი მარტოხელა მოხუცი სახელმწიფო ზრუნვის გარეშე 
  •  გარანტირებული პირველი სამსახური ყველა ახალგაზრდას და ახალგაზრდა ოჯახებისთვის პირველი სახლის თანადაფინანსება 
  • სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევა ყველა ოჯახს კერძო სადაზღვეო კომპანიის ჩართულობით.  
  • მეტი ეკონომიკურად დამოუკიდებელი და ძლიერი ქალი ქვეყნის მართვის სადავეებთან.

პარტიის პრეზენტაციაზე ასევე განიხილეს ლელოს მოდელი 3.2.1, რომელიც გულისხმობს 3 მილიარდიან საგარანტიო ფონდს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, 2 მილიარდიან საინვესტიციო ფონდს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, 1 მილიარდიან საინვესტიციო ფონდს ინოვაციისა და მაღალი ტექნოლოგიებისთვის.

პრეზენტაციის მსვლელობისას მამუკა ხაზარაძემ  საქართველოში საერთაშორისო სტატუსის მქონე საფონდო ბირჟის დაფუძნებაზეც ისაუბრა, რის შედეგადაც სახელმწიფო ლიცენზირებული კომპანიების აქციების 20%-ის განთავსება საფონდო ბირჟაზე სავალდებულო იქნება. სახელმწიფო  საწარმოების პრივატიზება მოხდება საფონდო ბირჟის  მეშვეობით და თითოეულ მოქალაქეს ექნება საშუალება, გახდეს  საწარმოების თანამფლობელი.

 


close დახურვა